ინფორმაციის შეჯერება, მოსწავლეებთან ერთად საჯარო ბიბლიოთეკაში წასვლა, ბიბლიოთეკაში არსებული მწირი ინფორმაციის მოძიება, უბანში ვაჟა-ფშაველას ქუჩის უძველეს მოსახლესთან (აწ გარდაცვლილ) მილერაიდა ქუთათელაძის სახლში ჩაწერილი ინტერვიუს გამოყენება, მისი პრობლემებისა და თხოვნის საჯაროდ გამოტანა, გnbsp;დანახვა ქალბატონ მილერაიდას აივნიდან გადაღებული გაბაშვილის გორის ხედის სურათების გამოყენება . მომდევნო დღის დაგეგმვა
среда, 18 сентября 2019 г.
вторник, 17 сентября 2019 г.
მეორე დღე
ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა მოიტანეს ინფორმაცია ქუჩების შესახებ. სამიზნე ჯგუფის შეხვედრაზე გაირკვა, რომ ინფორმაცია არ იყო საკმარისი, ამიტომ აუცილებელი იყო ბიბლიოთეკაში მუშაობა. გადავწყვიტეთ გაკვეთილების შემდეგ საჯარო ბიბლიოთეკაში წასვლა. აქაც გავიყავით ჯგუფებად, ჯგუფის ერთი ნაწილი იმუშავებდა ბიბლიოგრაფიაში და შემდეგ პერიოდიკის განყოფილებაში, ნაწილი - ქართველოლოგიის განყოფილებაში, ნაწილი - ძირითად დარბაზში. დღის მეორე ნახევარში მივედით საჯარო ბიბლიოთეკაში. ბიბლიოგრაფიაში ამოვიწერეთ რამდენიმე გაზეთიდან ინფორმაცია, რასაც პერიოდიკის განყოფილებაში გავეცანით (გაზეთ კომუნისტის 1989 წლის 30 მარტი, 5 ივლისი, 19 სექტემბერი, 16 დეკემბერი, 22 დეკემბერი ). იგი ქუთაისის ქუჩების შესახებ ცნობებს შეიცავდა. მოსწავლეებმა მოძებნეს სხვადასხვა ლიტერატურა, ამოწერეს ძირითადი საკითხები.
понедельник, 16 сентября 2019 г.
პირველი დღე
სამიზნე ჯგუფის შერჩევა; მოსწავლეები კულტურული მემკვიდრეობის დესპანები; ინფორმაციისა და დებულების გაცნობა.
პრობლემის იდენტიფიცირება: პროექტის ფარგლებში ქუთაისის ერთ-ერთი უძველესი უბნის "გორის" ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ქუჩების, ღირშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მოძიება, სქემატური რუკის შედგენა. უბანი "გორას" დღევანდელი პრობლემების განსაზღვრა, მომავალი პერსპექტივის ჩვენეული ხედვის ჩამოყალიბება.
Подписаться на:
Сообщения (Atom)




