ბაღი

კიკვიძის ქუჩის მესამე შესახვევის   N2 მდებარეობს , მწვანეში ჩაფლული  ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება N 24 ფილიალი   

ბაღს რამდენჯერმე შეეცვალა ნომერი და ადგილმდებარეობა, აღნიშნული ბაღი გახსნილა 1923წელს შალვა ვაწაძის ბინაში დღევანდელი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში,  რუსული და ქართული ბაღების გაერთიანების შემდეგ იწოდებოდა N 4  საბავშვო ბაღის სახელწოდებით, საბავშვო ბაღად დანიშნულა ანა გოცაძე. 1949 წლის პირველი აგვისტოდან უნივერსიტეტის გაფართოების გამო ბაღი გადასულა, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მეორე შესახვევის N16-ში მაგდანა ჩილინგარიდის ბინაში. 1958 წელს ჩილინგარიდა მაგდალინა გადასახლებიდან დაბრუნებულა, და ბაღი გადაყვანილ იქნა ქუთაისის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე პარკის შენობაში ,ყოფილი დათეშიძის სახლში ქირით (ვაჟა-ფშაველას ქუჩა N 1) ბაღს დაეთმო სამი ოთახი. 1966 წელს ბაღი გადავიდა ახალ  შენობაში , სადაც  ამჟამად მდებარეობს. დღესდღეობით ბაღს N 24 ბაგა ბაღი ეწოდება. ბაგა-ბაღის დირექტორია სოფიო მეგრელიშვილი. 

კოღუაშვილის ქუჩაზე მდებარეობს ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება N 26 ფილიალი. ბაღის დაწერილი ისტორია სამწუხაროდ  ჩვენ ვერ მოვიპოვეთ,  მოგიყვებით ბაღის დაარსების შესახებ ისტორიას რასაც ადგილობრივი თანამშრომლები და მოსახლეობა გვიყვება. "ბაღის ადგილას 1952 წლამდე ერთი დიდი დარბაზი ყოფილა, რომელსაც თავყრილობის დროს იკრიბებოდნენო . 1953 წელს აქ ააშენესო დღეს არსებული შენობა, რომელსაც იოსებ ბესარიონის ძე სტალინის "დაჩას" უწოდებდნენ, სტალინი წყალტუბოს კურორტზე ვანებს იკეთებდა და მოსახლეობის ნაწილის აზრით ამ სახლში რჩებოდა , ნაწილი კი ამბობს, ამ სახლში მხოლოდ 3 საათი იყოო , ნაწილის აზრით კი საერთოდ არ ყოფილა აქ სტალინი, საბჭოთა კავშირის ყველა კუთხეში, მისი სახელობის დაჩებს აშენებდნენ, საჭიროების დროს რომ  სტალინს დაესვენაო და აღნიშნული დაჩაც ასეთი იყოო" 
1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული შენობაჩვილ-ბავშვთა სახლად გადაკეთებულა, ხოლო  1987-ან 1988 წელს აქ დაარსებულა აღნიშნული ბაგა-ბაღი. ამჟამად ბაღის დირექტორია ნათია ბუხაიძე.

დავით  მელიქიძე მეველის ქუჩაზე მდებარეობს ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება N 22 ფილიალი. აღნიშნული ბაგა-ბაღი დაარსდა 1987 წელს , ბაღის პირველი დირექტორი იყო ნანული ლორთქიფანიძე, ამ ბაღში იღებდნენ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს არამარტო ქუთაისის არამედ დასავლეთ საქართველოს მაშტაბით. ამჟამად ბაღის დირექტორია მადონა ჩალაძე




















Комментариев нет:

Отправить комментарий