ისტორია

საქართველოს ქალაქების ისტორიის კვლევა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის ისტორიის შესასწავლად.  რამდენიმე ათეული წელია ქუთაისის ისტორიის  შესწავლა  მიმდინარეობს, განუსაზღვრელია ამ საქმეში არქეოლოგიის როლი, არქეოლოგიურმა სამუშაოებმა შეცვალა წარმოდგენები ქუთაისის ისტორიის შესახებ.
ქუთაისის როგორც დასახლებული პუნქტის ისტორია ორგანულადაა დაკავშირებული მის ირგვლიც მდებარე ვრცელ ტერიტორიასთან. 
   ყველა ისტორიკოსის , არქეოლოგის თუ მოგზაურის ჩანაწერებში ხაზგასმულია "არქიელის გორის" მნიშვნელობა ქუთაისის ისტორიისთვის. როგორც ჩანს,  ის დომინანტია დანარჩენ სამოსახლოთა შორის, ის ასრულებდა თავისი მდებარეობის გამო ციტადელის ფუნქციასაც,  მმართველი არისტოკრატიის ადგილსამყოფელიც იყო და აგრეთვე  საკულტო რელიგიური ცენტრიც.  

ვერ ვიტყვით რომ ქუთაისში სრული არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა, თუმცა სხვადასხვა პერიოდში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა დაადასტურეს როგორც "არქიელის გორაზე"  ასევე გაბაშვილის გორაზე უძველესი ადამიანის ცხოვრების კვალი.  ქუთაისის პირველ  არქეოლოგიური აღმოჩენის ავტორია გამოჩენილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი წერეთელი, რომელსაც მთის ძირის ქუჩაზე    ( შემდეგ სევასტოპოლის და დღევანდელი გ. ტაბიძის ქუჩა) მიუკვლევია კერამიკული  ფრაგმენტებისთვის და ისინი კერამიკული ქურის არსებობის მოწმედ მიუჩნევია.  კოლხეთში სახელმწიფოს წარმოქმნასთან დაკავშირებულია  ურბანისტული წარმონაქმნები და ქალაქური ტიპის სამოსახლოების გაჩენა.  არქეოლოგიურმა კვლევამ თვალსაჩინო გახადა ძველი სამოსახლოების სასოფლო თემების გაჩენა  . უბნები სადაც აღმოჩნდა სამოსახლოები : 1. არქიელის გორა 2. ცაცხვების უბანი  3. ვარდისუბანი 4. გაბაშვილის გორა  5. გოჭოურა. 

  ჩვენ არ შევჩერდებით "არქიელის გორაზე"  ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა,  შევეხებით მხოლოდ მე-20 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიას - გაბაშვილ-დათეშიძის გორას, ცაცხვების უბანს და გოჭოურას. ეს ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის  II ათასწლეულის  შუა ხანებისთვისაც ჩანს დასახლებული და გამაგრებული. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად  ჩანს  საფორტეფიკაციო ნაგებობა, როგორც გაბაშვილის გორაზე, ასევე N 20 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. 1962 წელს გაბაშვილ/დათეშიძის გორაზე  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჩაატარა არქეოლოგიური სამუშაოები და   სამ ადგილას გააშიშვლა ფენა. კულტურული ფენა ჰუმუსირებულ ნეშომპალას წარმოადგენდა.უამრავ კერამიკულ ფრაგმენტებთან ერთად იგი დიდი რაოდენობით  შეიცავდა გამომწვარი თიხის ბათქაშის ნატეხებს, რომელზედაც ხის წნულის ანაბეჭდებია შემორჩენილი, აგრეთვე ნახშირსა და ნაცროვან ხეებს. ეს უკანასკნელი თითქმის ყველგან იჩენდა თავს განსაკუთრებით წითლად და ინტერსიულად ბორცვის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში, მისი სიმძლავრე 1,5 მ აღემატებოდა. კულტურული ფენა ყველგან ნიადაგისეულ თიხნარზეა წარმოშობილი  და გავრცელებულია საკმაოდ ვრცელ საზღვრებზე და  მიუთითებს რომ ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში აქ  მძლავარი სამოსახლო არსებობობდა . გასული საუკუნის 80-იან წ.წ. ჩატარდა არქეოლოგიური კვლევა გაბაშვილის გორაზე საპარაშუტო კოშკის ძირში, აღმოჩენილმა მასალამ დაადასტურა რომ  გაბაშვილის გორაზე ისევე როგორც "არქიელის გორაზე" ძვ.წ. II ათასწლეულისთვის საქალაქო ცხოვრების კვალი.  ,,გაბაშვილ/ დათეშიძის გორაზე“ მოპოვებული არქეოლოგიური მასალა უპირატესად კერამიკითაა წარმოდგენილი. ეს არის მრავალრიცხოვან, მრავალფეროვან ჭურჭელთა ფრაგმენტები. მასში არის აგრეთვე თიხის კვირისტავი, ხელსაფქვავის ფრაგმენტი, ხის წნულის ანაბეჭდიანი ბათქაშები და თიხის სქელი უფორმო ნატეხი, რომელიც შესაძლოა რაიმე ყალიბის ნაშთი იყოს. 
,,დათეშიძის გორის“ სამხრეთ ფერდობზე ექსპედიციამ მიაკვლია, აგრეთვე ძალზე დაზიანებულ ადრეანტიკური ხანის ფენებს. როგორც ქუთაისის ექსპედიციის ხემძღვანელის ოთ. ლორთქიფანიძის ანგარიშშია აღნიშნულია "ეს ტერიტორია ემთხვევა იმ მიდამოებს, სადაც მწერალ გ. წერეთელს შეუგროვებია ადრეანტიკური ხანის საკმაოდ მრავალრიცხოვანი მასალა.“ ამ არქეოლოგიური ნაპოვნის შესახებ გ, წერეთელი აღნიშნავდა, რომ მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, ბაღის ქუჩაზე სათადაზნაურო სკოლის წინ არის ვრცელი ბაღი, რომელზეც გადმოდის გზა ზექედას მთიდან. ვინმე მოიჯარადე ივანოვს, აქ სააგურე წარმოება მოუწყვია, რისთვისაც გაუჩეხია ბაღის ფერდობზე  წაბლისა და მუხის უძველესი ტყე. მიწის თხრის დროს შავი მიწის ქვეშ აღმოჩენილა მაღალხარისხოვანი თიხა, ხოლო 1 საჟენზე (1 საჟენი-2 მეტრი) თიხის ჭურჭლის ნატეხები უპოვიათ. აღნიშნული ნაპოვნის შესახებ ივანოვს უცნობებია გ. წერეთლისთვის. გ. წერეთელს მოუხილავს ეს ადგილი და როგორც აღნიშნავს მიუგნია ჭურჭლის ძველი ვრცელი ნაწარმისთვის. აქ მას უპოვნია 1,5 საჟენის დიამეტრის მქონე ჭურჭლის გამოსაწვავი ქურა და თიხის ჭურჭელთა მრავალრიცხოვანი ნატეხები: ჯამებსა და ქვევრების  ფრაგმენტები, ერთი მთელი ჭრაქიც ყოფილა" .
ამ ადგილებში 1984 წელს ქუთაისის მიდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ განახლებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურა, რომ კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტების მრავალრიცხოვნება აიხსნებოდა იქ არა ჭურჭლის გამოსაწვავი ქურის არსებობით, როგორც ამას გ. წერეთელი აღნიშნავდა, არამედ ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარით, რომელიც ხის ძელებიანი და თიხით შელესილი ნაგებობების ნახანძრალ ნაშთებითა და დიდძალი კერამიკული ფრაგმენტებით იყო წარმოდგენილი . 
 უფრო მეტიც  2005 წლის არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად  იმავე მონაკვეთში უფრო ძველი პერიოდის კერამიკული მასალაც აღმოჩნდა, რომელსაც ძვ. წ. II ათასწლეულის შუახანებით განისაზღვრა.
 სხვადასხვა პერიოდში გაბაშვილის გორასა და N20 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია  ძირითადად თიხეს ჭურჭელი.
ახალი აღმოჩენა გაბაშვილის გორაზე 2014 წელს შემთხვევით მოხდა.  სამუშაოებს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აწარმოებდარა დროსაც უნიკალური შრე გამოჩნდაჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები 2014 წლის იანვარ- თებერვალში,  მოპოვებული კერამიკული ნაკეთობების ნახვა ქუთაისის ისტორიულ   მუზეუმშია შესაძლებელი.  თუმცა,  არხის ღია სახით შენარჩუნება ვერ  მოხდა.  აღნიშნულ ტერიტორიაზე „წყალკანალის“  აუზი აშენდარომლითაც ქალაქის ნაწილი ახლა  წყლით  მარაგდება.  საკითხი არ გამხდარა საზოგადოების ფართო ფენების განხილვის საგანი და გადაწყვეტილება მარტივადპრაგმატული ინტერესების სასარგებლოდ იქნა გამოტანილი
 "ქუთაისის არქეოლოგია" -ავტორი ომარ ლანჩავა, ვკითხულობთ " უძველესი სამოსახლოს ტოპოგრაფია და გამაგრების სისტემა განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს გაბაშვილ/დათეშიძის გორასა (დღევანდელი კულტურისა და დასვენების პარკი) და      N 20 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე . აღნიშნული სამოსახლო ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასასრულსა და პირველი ათასწლეულის დასაწყისში ხელოვნური თხრილებით 2 ნაწილად ჩანს გაყოფილი. მთავარი ადგილი გადატანილია ცენტრალურ ბორცვზე, რომელსაც გაბაშვილ/ დათეშიძის გორის თხემის განაპირა ნაწილი უჭირავს. იგი გადაჭრილია ხელოვნური თხრილით (დღევანდელი სხირტლაძის ქუჩა) და გამოცალკავებულია  სამოსახლოს დანარჩენი ნაწილისგან. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეომს რომ ეს სამოსახლო ბორცვი შემოზღუდული იყო ხის კარკასით ნაგები ზღუდე გალავნით, რომლის შიგთავსი მიწაყრილ- ქვაყრილიანი მასა  იყო, რომელიც გალავნის მონუმენტურობას განაპირობებდა, ესაა ერთ -ერთი უძველესი საფორტეფიკაციო ნაგებობა , რომლის შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სამოსახლოს გამაგრების სისტემაში  ზღუდე- გალავანთან  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ხელოვნურ თხრილებს (არხებს ) ასეთი თხრილი აღმოჩნდა წყლის რეზერვუარის ტერიტორიაზე , აღნიშნული თხრილი რომლის სიგანეა 10 მეტრი , ხოლო სიღრმე 6 მეტრი  საზღვრავდა მეორე სამოსახლო ბორცვს N 20 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, თხრილში არსებული  მასა ბლანტი, მუქი მომწვანო ფერისაა  მკვეთრად განსხვავდება დანარჩენი ნიადაგისგან, თხრილის კონტურები წითლად იკითხება, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ნაშთებს , მუხის ფოთლებს, რკოს , ვაზის ტოტებს. აშკარაა ეს თხრილი ადრე სავსე იყო წყლით და პერიოდულად ილექებოდა მცენარეული ნარჩენი"  (გვ. 46-47)
არქეოლოგიური მონაპოვარი ძირითადად წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი კოლხური კერამიკით. ,,გაბაშვილის გორაზე“ მოპოვებულ მასალებში ყურადღებას იპყრობს ძვ.  წ. მე-5-ს, ანტიკური შავლაკიანი კერამიკის ფრაგმენტები, რკინის თოხი, თიხის ბოლოდამწვარი საბერველის მილი, კოლხური ტიპის მინიატურული ცულისა და აგრეთვე სატეხის ყალიბის ფრაგმენტები, რაც აქ ქალაქური ტიპის დასახლებისა და იქ საწარმოო უბნის არსებობაზე უნდა მიუთითებდეს.

 ყველაზე ძველი ქუაისი არის არქიელის გორაზებაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორი და „გაბაშვილის გორა“,- ამბობს ომარ ლანჩავა.
როგორც ჩანს დროთა განმავლობაში საქალაქო ცხოვრებამ ვაკეზე რიონის მარცხენა დასახლებაში გადაინაცვლა,  თავდაცვითი ზღუდეც მოიშალა, გაბაშვილ/ დათეშიძის გორის სამხრეთი კალთები ტყით დაიფარა, (დღევანდელი გაფრინდაშვილ- სხირტლაძის ქუჩა,  რომელსაც ზექედას აღმართს უწოდებდნენ.)   მიწაყრილმა დაცოცება  დაიწყო რაც  მეწყრიანობას იწვევდა, ადგილობრივი მაცხოვრებლები  დღესაც ამბობენ,  რომ მეწყრულ ზონაში ცხოვრობენ.  ხოლო კიკვიძის ქუჩის და ნაწილობრივ იოანე პეტრიწის მაცხოვრებლები ამბობენ რომ ჩვენი ქუჩის ადგილას ადრე არხი იყოო, რომელიც ხელოვნურად ამოავსესო და დროთა განმავლობაში ქუჩად იქცაო . შემდეგ სააგურე ქარხანა აუსენებიათ,( იხ. ქუჩების ისტორია ბლოგზე ) .  კიკვიძის ქუჩის უმეტესი სახლები აგურით არის ნაშენები და სააგურეს დანგრევის შემდეგ იქედან წამოღებული მასალის  შედეგად აშენდაო.   
გაბაშვილის გორაზე მე-18 საუკუნეში დასახლდნენ გაბაშვილები, ხოლო მე-20 საუკუნეში უკვე დათეშიძეები ცხოვრობენ და მას დათეშიძის გორის სახელწოდებით მოიხსენიებდნენ, ადგილობრივი მაცხოვრებლები მილერაიდა  ქუთათელაძე , გულო იობიძე ყვებიან  რომ   დათეშიძეებს   მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათო, განსაკუთრებით დადებითად ახასიათებენ ქალბატონს, რომელიც რეპრესიების დროს გაუსახლებიათ  და მამულებიც ჩამოართვესო. პარკთან ახლოს მცხოვრები გულო იობიძე  პარკში შესასვლელ  გზას იხსენებს  "მოკირწლული იყოო და 2 ურემი თავისუფლად ეტეოდააო" . დათეშიძეს ყავდათო მოსამსახურეები, რომლებიც პარკის  დღევანდელ შესასვლელში,   ვაჟა- ფშაველას ქუჩის მარცხენა მხარეს ცხოვრობდნენო, ვაჟა ფშაველას ქუჩის დასაწყის ნაწილს ჯერ გაბაშვის აღმართის სახელწოდებით მოიხსენიებდნენ,  შემდეგ ჩარკვიანების აღმართის სახელწოდებით( იხ. ქუჩების ისტორია ბლოგზე). მილერაიდა და გულო იხსენებს ჩარკვიანების დებს,  არაჩვეულებრივ ქალბატონებს , რომლებიც ულამაზესები იყვნენ და ჩვენს აღზრდაშიც მონაწილეობდნენო.
 ცაცხვების უბანზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა იხილეთ ბმულზე  
 ხოლო ახლა გაბაშვილების გორის ჩრდილო -დავლეთით მდებარე "გოჭოურაზე" მოგითხრობთ. 
"გოჭოურა".   ქუთაისს შუა საუკუნეებში ისე როგორც ყველა ფეოდალურ ქალაქს თავისი "აგარაკები ჰქონდა, რომლებიც დროთა განმავლობაში ქალაქს შეუერთდა და მის გარეუბნებად იქცა. 
აგარაკსა და აგარაკებს დიდი სამეურნეო მნიშვნელობა ჰქონდათ ქალაქისთვის  ძირითადად აქედან მარაგდებოდა ქალაქი სასურსათო პროდუქტებით და სხა საჭირო საგნებით, "აგარები" ფეოდალური ქალაქის ეკონომიკის ორგანულ ნაწილს შეადგენდნენ. ფეოდალური ქალაქის ქუთაისის "აგარა" იყო "გოჭოურა






















                                                              სახელი "გოჭოურა" პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან გვხვდება "იმერეთის ისტორიაში", იმ ადგილზე, სადაც გადმოცემულია 1623 წლის ბრძოლა იმერეთის მეფე გიორგისა და ოდიშის მთავარ ლევან II დადიანს შორის.  ვახუშტი ბატონიშვილი  ამბობს "ეს ბრძოლა " კოჭორაუოსა ზედა" მოხდაო თუ სად იყო ეს ადგილი ვახუშტის მითითებული არ აქვს, მაგრამ ამის გაგება შეიძლება ილორის წმიდა გიორგის ხატის წარწერიდან. "ბრძოლა მომხდარა "ახალსოფელს მისულაზედ ოღასქურას გაღმა"  კვლევის შედეგად გამოდის რომ "გოჭოურა" უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა ვიდრე დღეს არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ქალაქის ტერიტორიაში მოქცეულა. "გოჭოურა" ფეოდალური ქუთაისის "აგარა" იყო.  მისი ადგილები ქალაქის მოსახლეობას სახნავ -სათესად და საძოვრებად ჰქონდა გამოყენებული. XVII საუკუნის შუაწლებისთვის იგი ქალაქის ზღუდის გარეთ მდებარეობდა , ამას ადასტურებს რუსი ელჩების ტოლოჩანოვიდა და იევლიევის მიერ მოცემული ქალაქის ზღუდის სიგრძის(1230 საჟენი) და დიუ ბუას ქალაქის გეგმა. "გოჭოურა"  ახლა ინდუსტრიული ქუთაისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო უბანია" , წერდა მე-20 საუკუნეში ნოე ბალაჩივაძე გაზეთ ქუთაისში, "სადაც თავმოყრილია ქალაქის ყველა კერამიკული საწარმო."  სხვა წყაროებშიც ჩანს გოჭოურას კერამიკული თიხა        ( აგური, კრამიტი),  რომელიც გამოირჩევა თავისი მაღალი ხარისხით.

გოჭოურა ქალაქის გარეუბანი გახდა მე-19 საუკუნეში. 1852 წელს აქ 7 აგურის სახელოსნო იყო, ხოლო 1909 წელს აგურ-კრამიტის 35 საწარმო. ადგილობრივი მაცხოვრებლები დღესაც იყენებენ თიხას  და თავად ამზადებენ  კეცებსაც. 


 



 

Комментариев нет:

Отправить комментарий