ქუჩები

შუასაუკუნეების ქუთაისის ქუჩების შესახებ მწირი ცნობებია შემონახული, ფრანგ მოგზაურს დიუ ბუა  დე-მონპერეს მიერ1838 წელს პარიზში გამოცემულ ქუთაისის რუკაზე დატანილია გვიანფეოდალური ხანის ქუთაისის რამდენიმე ქუჩა, რიონის მარჯვენა მდებარე გორაზე, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე.
დღესდღეობით უბანი "გორა"  მჭიდროდ არის დასახლებული, რადგანაც ჩვენი სკოლა მდებარეობს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე და ეს ეკუთვნის ისტორიულად გაბაშვილის გორას ჩვენ შევეცადეთ მოგვეძია რუსთაველი ქუჩიდან გორკის ქუჩამდე და დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქუჩიდამ ჯავახიშვილის ქუჩამდე მდებარე დიდი და პატარა ქუჩები.  ჩვენ მოვიძიეთ ამ ქუჩების ძველი სახელწოდებები, მათი ქუჩად წარმოშობის ისტორიები,  რომელსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ.
ვაჟა-ფშაველა
ამ უბანში ერთ-ერთი ძირითადია,  რომელიც იწყება ყაზბეგის ქუჩიდან (ძირითადი სამანქანო გზა)   და მთავრდება ჭონქაძის ქუჩასთან. იგი ჯერ კიდევ ფეოდალური ხანის ქუთაისის სინამდვილეში ჩანს მოქმედი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მის დასაწყის ნაწილს გაბაშვილების აღმართი ეწოდებოდა , ხოლო მოგვიანებით ჩარკვიანების აღმართი, რომელიც გაბაშვილების სამფლობელოზე გადიოდა და აღმოსავლეთით ზექედას მთას ეკვროდა, წყდებოდა ვაჟა ფშაველას ქუჩის მეორე შესახვევთან, რევანდელ დები იშხნელების ქუჩასთან.  ეს ორი მონაკვეთი XIX საუკუნის II ნახევარში შეერთდა. 1922 წელს დღევანდელ ყაუხჩიშვილის ქუჩას ეწოდა ვაჟა-ფშაველას სახელი, მაგრამ ქალაქის ხელისუფლებამ მალე იგრძნო რომ პოეტის სახელი ქუთაისის მთიან ნაწილს უფრო შეეფერებოდა და 1923 წლიდან დღემდე  ქუჩა ვაჟა-ფშაველას სახელს ატარებს.  ქუჩის დასაწყისში 1989 წელს დაიდგა ვაჟა- ფშაველას ძეგლი,  20-12-13 წ.წ. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვაჟა - ფშაველას ქუჩას, N 20 საჯაროს სკოლის ჩათვლით დაიგო გრანიტის ქუჩა. 2016 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა "გორასთან" დამაკავშირებელი ბილიკს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დღესაც "ხორხებს" უწოდებს.
ივანე სხირტლაძის ქუჩა
   ძველად ზექედას აღმართით მოიხსენიებდნენ, იწყება  რუსთაველის ქუჩიდან და ვაჟა ფშაველას ქუჩამდე გრძელდება, ქუჩა წარმოიქმნა მე-19 საუკუნის 50-იან წლებში და  დღევანდელი გაფრინდაშვილის ქუჩამდე გრძელდებოდა. ის  1921 წელს იყო ჯუღაშვილი-სტალინის ქუჩის მე-2 შესახვევი, შემდეგ ჭავჭავაძის ქუჩის მე-2 შესახვევი, ხოლო ბოლოს რუსთაველის ქუჩის მეორე შესახვევი . 1970 წელს ქუჩას მიენიჭა გამოჩენილი ფსიქიატრის, ქუთაისის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერის დამაარსებლისა და ხელმძღვანელის ივანე სხირტლაძის სახელი.
ვალერიან გაფრინდაშვილის ქუჩა 
იწყება გალაკტიონ ტაბიძის ქუჩიდან და გრძელდება სხირტლაძის ქუჩამდე. XIX საუკუნის 60-იან წ.წ. ქუჩის ტერიტორია ზექედას მთის სამხრეთის მდებარე ტყით დაფარულ ფერდობს წარმოადგენდა. 1860 წელს დაიწყო მთის ძირის (დღევანდელი გ. ტაბიძის ) ქუჩის გაყვანა, პარალელურად დაიწყო ბაღის(რევანდელი რუსთაველის ) ქუჩის რუსთაველის ხიდიდან პრესის სახლამდე მდებარე მოსახვევის წარმოქმნა, ამ გარემოებამ გაზარდა ინტერესი აღნიშნული ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისადმი და ცალკეული დასახლებანი  უკვე XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა. მისი ქუჩად წარმოქმნადაიწყო XX საუკუნის დასაწყისში და საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში უსახელო ქუჩად იწოდებოდა. 1926 წლიდან ქუჩას ჯერ ჩუბინძის, 1937 წლიდან მოლოტოვის, ხოლო 1957 წლიდან  სევასტოპოლის (დღევანდელი გ. ტაბიძის ქუჩა) პირველ შესახვევად იწოდებოდა. 1973 წელს შესახვევი ქუჩად გადაკეთდა და ეწოდა ვალერიან  ივანეს ძე გაფრინდაშვილის(1889-1941წ.წ.)  სახელი.
ვასილ კიკვიძის ქუჩა
 მდებარეობს რუსთაველის  ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს შორის წარმოქმნილია მე-19 საუკუნის შუა ხანებში და ითვლებოდა ორპირის(რუსთაველის ) ქუჩის შესახვევად. 1926 წელს შესახვევს მიენიჭა აგურის ქუჩის სახელი(არსებული აგურის საწარმოს გამო). 1952 წელს მიაკუთვნეს ქუთაისში დაბადებული გამოჩენილი ქართველი მხედარმთავრის ვასილ ისიდორეს ძე კიკვიძის სახელი.
იოანე პეტრიწის ქუჩა 
იწყება რუსთაველის ქუჩიდან  და მთავრდება ოღასკურასთან.   მე-19 საუკუნის 50-წლამდე ქუჩის ტერიტორია ხევსწარმოადგენდა, მომდევნო აღწლეულში დაიწყესმისი ამოვსება რომლის სამუშაოები პერიოდულად გრძელდებოდა და დამთავრდა მე-19 საუკუნის ბოლოსთვის.  შეიქმნა ქუჩა , რომელსაც "აგარაკის" სახელი მიენიჭა. 1926 წელს დაერქვა სამუელ ბუაჩიძის , ხოლო 1997 წელს ქართველი ფილოსოფოსისა და ნეოპლატონიკოსის იოანე პეტრიწის სახელი
დანიელ ჭონქაძის ქუჩა
იწყება ჯავახიშვილის ქუჩიდან და მთავრდება ქალაქის საზღვართან. წარმოქმნილიაXX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში. 1926 წელს ქუჩას მიენიჭა ცნობილი ქართველი მწერლის დანიელ ჭონქაძის სახელი.
ცაცხვების ქუჩა
 იწყება ვაჟა -ფშაველას მეორე შესახვევიდან და მთავრდება ყაზბეგის ქუჩასთან. ქუჩა მდებარეობდა  ფეოდალური ხანის ქუთაისის ზედა გაუმაგრებელი ქალაქის ტერიტორიაზე. წარმოქმნილია XIX საუკუნის 30-იან წლებში, დე ბუას მიერ გამოცემულ ქალაქის გეგმაში იგი პუნქტირით ე.ი. საპრიუქტოდ არის აღნიშნული. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან  ქუჩა არქიერის ქუჩის შესახვევს წარმოადგენდა, შემდეგ კი 1923 წელს ყაზბეგის ქუჩის შესახვევს. 1926 წელს მიენიჭა ცაცხვების სახელი.
ბორის ძნელაძის ქუჩა
ვაჟა-ფშაველასა და გორკის ქუჩებს შორის მდებარეობს. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში და 1926 წელს მიენიჭა საქართველოში რევოლუციური მოძრაობის წარმომადგენლის ვარლამ დავითის ძე ძნელაძის სახელი. 1989 წელს ქართველი პოეტისა პოლიტიკური მოღვაწის ბესარიონ გაბაშვილის(ბესიკი თეიმურაზის კარის მოძღვრის- ზაქარია გაბაშვილის ვაჟი)  სახელი. ამჟამად ქუჩა ისევ ძნელაძის ქუჩის სახელს ატარებს
წყაროს ქუჩა 
მდებარეობსკოღუაშვილის ქუჩიდან და მთავრდება ჩანჩიბაძის ქუჩასთან. ქუჩის აღნიშნულიმონაკვეთი წარმოქმნილია XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში. 1926 წელს დაერქვა ეს სახელი.
პეტრე ჭაბუკიანის ქუჩა 
გორკისა და წყაროს ქუჩებს შორის მდებარეობს. წარმოიქმნა XX საუკუნის 10-იან წ.წ.  1926 წელს ქუჩის მეორე შესახვევია. 1983 წელს წყაროს ქუჩა 2 ნაწილად გაიყო. დასაწყისს მონაკვეთს გორკის ქუჩიდან კოღუაშვილის ქუჩამდე მიენიჭა ქუთაისში, ამავე ქუჩაზე დაბადებული ცნობილი მხარეთმცოდნის, პეტრე ჭაბუკიანის სახელი, ქუჩის გაგრძელება კვლავ წყაროს ქუჩად დარჩა.
წყალტუბოს ქუჩა ვაჟა-ფშაველას ქუჩასა და გორკის ქუჩებს შორის მდებარეობს . წარმოქმნილია XXსაუკუნის პირველ მეოთხესში, .1926 წელს ქუჩას მიენიჭა ი. მატარაძის სახელი, ხოლო 1937 წელს მაშინდელი საკავშირო დაქვემდებარების ბალნეოლოგიური კურორტის წყალტუბოს სახელი.
ვასილ ბარნოვის ქუჩა
 იოანე პეტრიწის ქუჩასა და დანიელ ჭონქაძის ქუჩებს შორის მდებარეობს.  მე-20 საუკუნის 30-იანი წლების შუახანებში სტალინის ქუჩის მე-6 შესახვევიდან დაიწყო გაჭრა ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო მე-20 საუკუნის 50-იანი წლწბის დასაწყისში ბუაჩიძის (ამჟამინდელი პეტრიწის) ქუჩიდან სტალინის ქუჩის მიმართულებით წარმოიქმნა ჩიხი, რომელსაც 1955 წელს ბუაჩიძის ქუჩის პირველი ჩიხი ეწოდა. ფაქტობრივად დღევანდელი ბარნოვის ქუჩა სტალინის ქუჩის მე-6 შესახვევიდან ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით გაყვანილი ქუჩის შეერთების შედეგს წარმოადგენს. მშენებლობასთან დაკავშირებიტმე-6 ჩიხის დასაწყისი განაშენიანდა და ფაქტობრივად გაუქმდა, ხოლო შესახვევის ბოლო ნაწილში,რომელიც ამ ახალ წარმოქმნილქუჩას უკავშირდება, ამ ქუჩის შესახვევის სახე მიიღო. 1956 წელს ახალ წარმოქმნილ ქუჩას მიაკუთვნეს გამოჩენილი ქართველი მწერლის ვასილ ბარნოვის სახელი, ხოლო ყოფილი მე-6 შესახვევი ბარნოვის ქუჩის მეორე შესახვევად იწოდა.
ნიკო ნიკოლაძის ქუჩა 
მდებარეობს ბუაჩიძის 9ამჟ. პეტრიწის) ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას ქუჩას შორის. წარმოქმნილია მე-20 საუკუნის 10-იან წ.წ. 1926 წელს ითვლებოდა ბუაჩიძის ქუჩის 1 შესახვევად. 1956 წელს შესახვევი ქუჩად გარდაიქმნა და მიენიჭა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის ნიკო(ნიკოლოზ) ნიკოლაძის სახელი.
დავით მიქელაძე-მეველის ქუჩა 
იწყებაჭონქაძის ქუჩიდან  და მთავრდება ვაჟა-ფშაველას ქუჩასთან. წარმოქმნილია მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში. 1926 წლიდან ითვლება ჭონქაძის ქუჩის მე-2 შესახვევად. 1974 წელს შესახვევი ქუჩად გამოცხადდა და მიენიჭა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ჟურნალისტის და საზოგადო მოღვაწის დავით მიქელაძე-მეველის სახელი
დები იშხნელების ქუჩა 
 იწყება ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან და მთავრდება ცაცხვების ქუჩასთან, ადრე ქუჩა იწოდებოდა ვაჟა-ფშაველას ქუჩის მეორე შესახვევად. 1995 წელს მიენიჭა ცნობილი ქარველი მომღერლების-დების: მარიამი, ნინო, ზინაიდა, ალექსანდრა და თამარ იშხნელების სახელი, ამავე ქუჩაზე ცხოვრობდნენ დები
სევერიან ისიანის ქუჩა 
მდებარეობსცაცხხვებისა და ბძნელაძის ქუჩებს შორის, იგი ფეოდალური ხანის ქუთაისის ეღთ ერთ ძველ უბანში მდებარე ქალაქის ზედა პლატოს მონაკვეთს წარ,ოადგენდა. ქჩად წარმოქმნა დაიწყო მე-20 საუკუნის დასაწყისში. 1926 წლიდან ითვლება ცაცხვების ქუჩის პირველ შესახვევად. 1970წელს მიენიჭა ცნობილი ქართველი პოეტის სევერიან ისიანის სახელი.
მაქსიმ გორკის ქუჩა 
იწყება ცაცხვების ქუჩიდან და მთავრდებაოღასკურასტან. მოქმედი იყო ჯერ კიდევ ფეოდალური ხანის ქუთაისის სინამდვილეში. გზის დასაწყისი აღნიშნულია 1838 წელს შედგენილი დე ბუა დე მონპერეს მიერ გადმოცემულ ქუთაისის გეგმაზე. მე-19 საუკუნის შუახანებიდან  გზის დასახლებისა და ქუჩად წარმოქმნის პროცესი. მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის იგი " სასოფლო ქუჩად იწოდება. 1928 წელს ქალაქის საბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა ქუჩას მინიჭებოდა ცნობილი რუსი მწერლის მაქსიმ გორკის( ალექსი მაქსიმეს ძე პეშკოვის) სახელი.
ანტონ კათალიკოსის ქუჩა 
იწყება ცაცხვების ქუჩიდან  მთავრდება ჩანჩიბაძის ქუჩასთან . ადრე ის ცაცხვების ქუჩის მე-3 შესახვევს წარმოადგენდა. 1996 წელს მიენიჭა ანტონ პირველის 275 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი სახელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий