უბნის მომავალი

უკვდავია ერი, რომელიც ფიქრობს თავის ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე, რომელსაც  გააზრებული აქვს თავისი ხვედრი და მიზანმიმართულად მიყვება უფლისგან ნაბოძებ გზას.
უბანში გასულებს მოსახლეობამ გორაზე არსებული წინსვლა თუ პრობლემები ასე წარმოგვიდგინა . ვაჟა -ფშაველას ქუჩის დასაწყისის მაცხოვრებლებმა აღნიშნეს,  კმაყოფილი არიან  რომ  ერგოთ პატივი დაეგოთ გრანიტით მოკირწლული ქუჩები. 

მოსწონთ  რეაბიტირებული ხორხების საცალფეხო ბილიკი, 



მოასფალტებული გზები, მუდმივი წყალი, თუმცა  აქვთ  პრობლემები.  აღნიშნეს, რომ მოსაწესრიგებელი აქვთ დასუფთავების , ნაგვის გატანის, კანალიზაციის, ძნელაძის ქუჩის რეაბილიტაციის  პრობლემა. 
 ძნელაძის ქუჩა

 
მთავარი:  გორელებს აქვთ ოცნებები  თავიანთი უბნის მომავლის შესახებ. თვლიან, რომ ჩამოთვლილ პრობლემებს მოაგვარებენ. ფიქრობენ,  რომ სწორედ გორაზე მდებარეობდა ლეგენდარული აიეტის სპილენძის ქონგურებით დამშვენებული სასახლე, ამიტომ უძველესი ქუთაისი ელოდება ჯადოსნურ წერაქვს , რომელიც აღმოაჩენს ქუთაია-აიას,  შეცვლის გორას, ქუთაისის ისტორიას . ოცნებობენ და ოცნებებში აცოცხლებენ საუკუნეების მიღმა დარჩენილ კოლხურ სიდიადეს.
"... დალოცა ღმერთმა ბუმბერაზი, თმავერცხლი, გოროზი და ამაყი კავკასიონი, დგას იგი სიდიადით და უტეხი სითავადით გადაჰყურებს შორეულ სივრცეში მიმქრალ საუკუნეებს. ბევრი დიდებისა და განადგურების წლებმა ჩაიარეს მის წინაშე მარადისობისკენ მიმავალი ხომალდებივით და დაცემის თუ აღორძინების შორეული ექო დღესაც ელვასავით სერავს მის კლდოვან ზღუდეს... გავცქერი ცის ლურჯ , შეურყვნელ , უმწიკვლო ცარგვალს და ვგრძნობ რა უძიროა იგი, მზე ცეცხლისფერია , სუნთქვა შინდისფერი, შორიდან მესმის "არგოს"  ნიჩბების დგაფუნი, მსოფლიო მარკის "ყაჩაღი"  და ღიმილმშვენიერი მედეა დააბიჯებენ მოკირწლულ ქუჩებში, მრისხანე გამომეტყველების აიეტი ზაფრავს მნახველს...." უფალმა ინებოს ლეგენდარული წარსულის გაცოცხლება ქუთაისის მიწაზე. 
           

Комментариев нет:

Отправить комментарий