вторник, 17 сентября 2019 г.

მეორე დღე

ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა მოიტანეს ინფორმაცია ქუჩების შესახებ. სამიზნე ჯგუფის შეხვედრაზე გაირკვა, რომ ინფორმაცია არ იყო საკმარისი, ამიტომ აუცილებელი იყო ბიბლიოთეკაში მუშაობა. გადავწყვიტეთ გაკვეთილების შემდეგ საჯარო ბიბლიოთეკაში წასვლა. აქაც გავიყავით ჯგუფებად, ჯგუფის ერთი ნაწილი იმუშავებდა ბიბლიოგრაფიაში და შემდეგ პერიოდიკის განყოფილებაში,  ნაწილი - ქართველოლოგიის განყოფილებაში, ნაწილი - ძირითად დარბაზში. დღის მეორე ნახევარში მივედით საჯარო ბიბლიოთეკაში. ბიბლიოგრაფიაში ამოვიწერეთ რამდენიმე გაზეთიდან ინფორმაცია, რასაც პერიოდიკის განყოფილებაში გავეცანით  (გაზეთ კომუნისტის 1989 წლის  30 მარტი, 5 ივლისი, 19 სექტემბერი, 16 დეკემბერი, 22 დეკემბერი ). იგი ქუთაისის ქუჩების შესახებ ცნობებს შეიცავდა. მოსწავლეებმა მოძებნეს სხვადასხვა ლიტერატურა, ამოწერეს ძირითადი საკითხები.


Комментариев нет:

Отправить комментарий