თეთრამიწა, მრავალფენიანი გორანამოსახლარი მდ.რიონის მარჯვენა ნაპირზე, გაბაშვილის გორის ჩრდილოეთ-დასავლეთით. სახელი ეწოდა თეთრი კირქვებით აგებული გორის მიხედვით. არქეოლოგიური ნაშთები პირველად შემთხვევით აღმოჩინა პეტრე ჭაბუკიანმა 1924 წელს. გათხრები მიმდინარეობდა 1964-1966 წლებში. თეთრამიწაზე ადამიანის არსებობის კვალი ჩანს მუსტიეს ეპოქაში. აღმოჩენილია ამ დროის კაჟის იარაღი: სხვადასხვა ტიპის სახოკები, წვეტანები, დისკოსებრი ნუკლეუსები, ფოთლისებრი ფირფიტა-ანატკეცები და სხვა. თეთრამიწაზე აღმოჩენილი სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ქვის (კაჟი, ობსიდიანი, არგილიტი, ბაზალტი, ქვიშაქვა და ა. შ.) იარაღი ძირითადად ნეოლითის ხანისაა, თუმცა გვხვდება ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მასალაც. იარაღ-ხელსაწყოთა დიდი ნაწილი (ქვის თოხები, წალკატები, ხელსაფქვავები, მარცვლეულის სასრესები, ნამგლის პირის გასამართი მიკროიარაღები და სხვა) ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურას განეკუთვნება. მრავალი იარაღი (ცულები, საჭრეთლები, სათლელები და სხვა); გვხვდება შუბისპირები, ისრისპირები და ქვის სამაჯურის ნაწილები. ცოტაა ობსიდიანისა და კერამიკის ნაწარმი. თეთრამიწაზე გადანაყარის აღმოჩენა მოწმობს, რომ ქვის იარაღს ადგილობრივები ამუშავებდნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий