ჩვენი სკოლა

ქუთაისის N 20 საჯარო სკოლა მდებარეობს ვაჟა-ფშაველას ქუჩა N 13-ში. სკოლის ადგილას XVIII საუკუნეში   3 სართულიანი შენობა იდგა, თითო სართულზე 3-3 ოთახი ყოფილა.
      სახლი   XVIII -ის ლირიკოსი პოეტის ბესიკ გაბაშვილის სისხლით ნათესავს, ისიდორე იაგორეს-ძე გაბაშვილს და მის მეუღლეს, დარო ყიფიანს ეკუთვნოდა. დარო ყიფიანი  ცნობილი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის, და იყო. მაშინ დღევანდელი სკოლის მიმდებარე  ტერიტორიაზე არანაირი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არსებობდა. ცოლ-ქმარმა საკუთარი სურვილით მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავიანთი სახლი  უბნისთვის დაეთმოთ, რათა გახსნილიყო დაწყებითი სკოლა. ისიდორე გაბაშვილი  იდეის განხორციელებამდე გარდაიცვალა . იდეა სისრულეში  დარო ყიფიანმა მოიყვანა. მან უბანს სახლ-კარი გადასცა, თვითონ 2 შვილიშვილთან, მალი და გურამ გაბაშვილთან ერთად საცხოვრებლად დღევანდელ სკოლასთან ახლოს მდებარე წყლის ბასეინთან, მსახურთა სახლში, გადავიდა. მალი გაბაშვილი  წლების მანძილზე  ავტოტექნიკუმის ბიბლიოთეკაში გამგედ მუშაობდა, ხოლო გურამ გაბაშვილი  ცნობილი მხატვარი იყო.
     დაწყებითი სკოლა  1910 წელს გაიხსნა ზემოთ ხსენებულ სახლში.პირველი დირექტორი  ეროვნებით რუსი, მაგრამ ქართულის კარგად მცოდნე, ვასილ სვირჩევი გახლდათ. წლების შემდეგ ამ სკოლაში ფუნქციონირებდა ე.წ. ქალთა სკოლა, შემდეგ - საშუალო,ზოგადსაგანმანათლებლო და ამჟამად საჯარო  სკოლა. ( იხ. სსიპ.ქალაქ ქუთაისის N20 საჯარო სკოლის მატიანე ლინკი http://kutaisi20.blogspot.com/




Комментариев нет:

Отправить комментарий