მდებარეობა


  ქუთაისი დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს, იქ სადაც მდინარე რიონი თავისი ვიწრო და ღრმა ხეობიდან ფართო ვაკეზე გამოდის.  ისტორიულ-გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა ქუთაისი გამხდარიყო მნიშვნელოვანი სტარატეგიული ობიექტი, რამაც განაპირობა მისი პოლიტიკურ დაწინაურება.

ქუთაისის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ირგვლივ მდებარე ვრცელ ტერიტორიასთან.  მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გორაკ-ბორცვებს, რომელსაც დღეს პირობითად ქუთათურები "გორას" უწოდებენ. წარმოუდგენელია ქუთაისის ისტორია  მისი უძველესი უბნის "გორას" გარეშე, მისი სიმაღლიდან ჩანს კოლხეთის დაბლობზე გადაშლილი ქალაქის სიდიადე.


 "გორა" ემიჯნება ქუთაისის ცენტრალურ ნაწილს,  მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.  ძველ  ისტორიულ პერიოდში იყოფოდა ცალკეულ გორებად :   1.  არქიელის გორა. 


2. გაბაშვილ-დათეშიძის გორა,


 3. ცაცხვების უბანი  4. გოჭოურა 


5. ჩრდილოეთიდან   "გორას ესაზღვრება ნეოლითური ხანის ძეგლი თეთრამიწა, რომელიც პეტრე ჭაბუკიანმა აღმოაჩინა. 
რადგანაც ჩვენი სკოლა, ქუთაისის სსიპ. N 20 საჯარო სკოლა,  მდებარეობს გაბაშვილ-დათეშიძის გორაზე,  ჩვენი კვლევის საგანი სწორედ გაბაშვილ-დათეშიძის გორაა , ვაჟა - ფშაველას ქუჩა  მომიჯნავე ქუჩებით. ჩვენ წარმოგინდგენთ სამხრეთით რუსთაველის ქუჩიდან ჩრდილოეთით გორკის ქუჩამდე , აღმოსავლეთიდან გ. ტაბიძის ქუჩიდან  დასავლეთით ჯავახიშვილის ქუჩამდე მდებარე ტერიტორიას, რომელშიც შედის გაბაშვილ-დათეშიძის გორა, ცაცხვების უბანი, ხორხები, გოჭოურა. გაბაშვილ-დათეშიძის გორას აღმოსავლეთით ესაზღვრება ყოფილი მთისძირის ქუჩა (დღევანდელი გ. ტაბიძის ქუჩა) , სამხრეთით რუსთაველის გამზირი (ყოფილი ბაღის ქუჩა), დასავლეთით სხირტლაძის ქ. (ყოფილი ზექედას აღმართი) , ხოლო ჩრდილოეთით ვაჟა-ფშაველას ქუჩა  და „ხორხები“. გაბაშვილ-დათეშიძის გორის ცენტრალური ნაწილი ბესარიონ გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკს უკავია,   ხოლო სამხრეთი და ნაწილობრივ სამხრეთ-  აღმოსავლეთი ფერდობები, გაფრინდაშვილისა და სხირტლაძის ქუჩები,  დასახლებულია.                "გაბაშვილის გორა“ მოიცავს მთლიანად დათეშიძის გორასა და ნაწილობრივ მის დასავლეთით მდებარე ტერიტორიას.საყურადღებო მომენტს წარმოადგენს ის, რომ მთელი მესამე ტერასა (რომლის აღმოსავლეთი ნაწილი ,,გაბაშვილის გორას“უკავია) დაფარულია თიხნარით , რომელიც მდინარის დივიგაციური მოქმედების შედეგად არის გორაზე დალექილი. თიხა, რომელიც ფარავს ტერასის კირქვის ციკოლზე გადაფარებულ მსხვილმარცვლოვან კონგლომერატს, წყლით გაჯერების გამო იწყებს ცურვას კირქვის ცოკოლზე და იწვევს დამეწყვრას. განსაკუთრებით იმეწყრება ტერასის სამხრეთ დასახლებული ფლატე. ადვილი შესაძლებელია ფენების არევა გამოეწვია თიხების დაცოცებას, რის შედეგად თიხნარი ფენა აღმოჩნდა ერთმანეთში არეული (წინარეანტიკური და ანტიკური ფენები). ადრეანტიკური ფენების დაზიანებას ხელს უწყობდა, აგრეთვე, ამ უბნის ხშირი დასახლებით გამოწვეული მშენებლობები. გაბაშვილ-დათეშიძის გორის აღმოსავლეთი და სამხრეთი ფერდობები ფლატეებად  ეშვება წითელ და რუსთაველის ხიდებს შორის არსებულ მეორე ტერასაზე.   გაბაშვილ-დათეშიძის გორა სამხრეთ დაბოლოებას წარმოადგენს ქუთაისის იმ გორაკბორცვიანი ნაწილისა, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ წარმოდგენილია უქიმერიონისა და ცაცხვების უბნებით. მათგან გაბაშვილ- დათეშიძის გორა გამოყოფილია ხევით, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ხორხებს“ უწოდებს.  სწორედ გაბაშვილ-დათეშიძის გორაზე, N 20 საჯარო სკოლის ეზოში და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის ადგილას აღმოჩნდა 2017-2019 წელს არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შემდეგ უძველესი ადამიანის ნამოსახლარი, არტეფაქტები, ქალაქის ძველი გალავანის ნაშთები, რომელმაც გაამყარა არგუმენტები ქალაქ ქუთაისის უძველესი  ისტორიის შესახებ.







 


Комментариев нет:

Отправить комментарий