среда, 9 октября 2019 г.

მეათე დღე

ლადო ასათიანი - ექსპრომტის გამოყენება ბლოგის დასრულება

"ალბათ იცი, რა
იქ ტყემალი ყვავის,
იქ კრიალა ცაა,
თბილისიც ხომ მიყვარს,
ქუთაისი სხვაა,
დათეშიძის გორა
ოცნებათა ზღვაა"

четверг, 26 сентября 2019 г.

მეცხრე დღე

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალში მისვლა, არქეოლოგ როლანდ ისაკაძესა და პოლონელ არქეოლოგთან იაცეკ ჰამბურგთან   საუბარი; გაბაშვილის გორასა და ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში აღმოჩენილი არტეფაქტების გაცნობა , დასურათება, ბლოგზე ატვირთვა







среда, 25 сентября 2019 г.

მერვე დღე

ქუთაისის ბესარიონ გაბაშვილის სახელობის პარკის დაარსება - რეაბილიტაციის ინფორმაციის დასაზუსტებლად ვესტუმრეთ დასვენების პარკს, შევხვდით პარკის დირექტორს კახა კუხიანიძეს, მის მოადგილეს ალეკო ჯაიანს, რომლებიც პარკის დაარსების, რეაბილიტაციისა და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ გვესაუბრა. (პარკის ისტორია იხ. ღირშესანიშნაობაში)


вторник, 24 сентября 2019 г.

მეშვიდე დღე

რუკის ფორმირება, მუზეუმში გაბაშვილის გორის, ცაცხვების უბნის და N20 საჯარო სკოლის არქეოლოგიური მასალის დასურათება. ბლოგზე მუშაობა. ინფორმაციის განთავსება



понедельник, 23 сентября 2019 г.

მეექვსე დღე

 ლიტერატურის განხილვა,  ბესარიონ გაბაშვილის გორაზე დასახლების პერიოდის შესახებ   რამდენი წიგნის მოძიება 1. ქეთევან სანიკიძე -"ახალი მასალები ბესიკის შესახებ"  გვ 117-136 , 2. ნიკო ნიკოლაძე - "რჩეული ნაწერები"  ტ.1. გვ 4

пятница, 20 сентября 2019 г.

მეხუთე დღე

 ღირშესანიშნაობების დაზუსტება; ქუთაისის ისტორიისა და  არქეოლოგიურ სამუშაოების შესახებ ლიტერატურის (აკაკი ურუშაძე-"ქუთაისი ბერძნულ და რომაულ წყაროებში1993 წელი; ლონდა ჯიქია "ქუთაისისა და მისი მიდამოების არქეოლოგიური ძეგლები"1993 წელი; ომარ ლანჩავა - "ქუთაისის არქეოლოგია" 2015 წელი; ვახტანგ ჯაოშვილი- "ქუთაისი" ) გაცნობა -  გაანალიზება; ინფორმაციის შეჯერება და ბლოგზე განთავსება


четверг, 19 сентября 2019 г.

მეოთხე დღე

 გაბაშვილ-დათეშიძის გორის  ისტორიული სურათის აღდგენა;  შედიოდა თუ არა ეს ტერიტორია ისტორიულ ქუთაისის საზღვრებში თუ ამ დროისთვის წარმოადგენდა რაბათს? ამიტომ გადავწყვიტეთ ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს ვწვეოდით, რომლის დირექტორი ბ-ნ ომარ ლანჩავა  "უქიმერიონისა" და "გაბაშვილის" გორის არქეოლოგიური გათხრების მთავარი ხელმძღვანელი და ხელისშემწყობია. მუზეუმში მისულებს დახმარება გაგვიწია ქუთაისის ისტორიული მუზეუმის  დირექტორის მოადგილემ დათო სულაბერიძემ .
საღამოს, 6 საათზე უბანში ვეწვიეთ, გაბაშვილის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელში მაცხოვრებელ ძირძველ ქუთაისელს, გულო იობიძეს. მოვიხიბლეთ მისი ბაღის სილამაზით. საინტერესო იყო მისი მონათხრობი.