გაბაშვილ-დათეშიძის გორის ისტორიული სურათის აღდგენა; შედიოდა თუ არა ეს ტერიტორია ისტორიულ ქუთაისის საზღვრებში თუ ამ დროისთვის წარმოადგენდა რაბათს? ამიტომ გადავწყვიტეთ ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს ვწვეოდით, რომლის დირექტორი ბ-ნ ომარ ლანჩავა "უქიმერიონისა" და "გაბაშვილის" გორის არქეოლოგიური გათხრების მთავარი ხელმძღვანელი და ხელისშემწყობია. მუზეუმში მისულებს დახმარება გაგვიწია ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ დათო სულაბერიძემ .
საღამოს, 6 საათზე უბანში ვეწვიეთ, გაბაშვილის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელში მაცხოვრებელ ძირძველ ქუთაისელს, გულო იობიძეს. მოვიხიბლეთ მისი ბაღის სილამაზით. საინტერესო იყო მისი მონათხრობი.
Комментариев нет:
Отправить комментарий