ღირსეული ადამიანები

დები იშხნელები
დები იშხნელები ქუთაისში,  ვაჟა-ფშაველას ქუჩის მეორე შესახვევის N 44 დაიბადნენ,  გიორგი იშხნელის ოჯახში.  სამოყვარულო დონეზე, ოჯახის 7 წევრი უკრავდა და მღეროდა სხვადასხვა ქართულ ქალაქურ სიმღერებს. ოჯახური ანსამბლი ფართოდ იყო ცნობილი იმდროინდელ ქუთაისის ინტელიგენციაში და საზოგადოების დიდი სიყვარულითაც სარგებლობდნენ. 1941 წელს ჩამოყალიბდა ვოკალური კვარტეტი. ვოკალურ კვარტეტს შეადგენდნენ დები: ნინო, თამარი, ზინაიდა, ალექსანდრა, , ალექსანდრა 1955 წელს შეცვალა მისმა დამ მარიამმა. ანსაბლს ხელმძღვანელობდა თამარ იშხნელი იგი რამდენიმე სიმღერისა და მუსიკის ავტორია. კვარტეტმა იარსება 1967 წლამდე. იმ ქუჩას , სადაც იშხნელები ცხოვრობდნენ 2006 წელს მიენიჭა მათი სახელი, 





ამავე წელს ქუთაისის ბულვარში დაიდგა მათი ქანდაკება, სადაც მომღერალი გოგონები არიან გამოქანდაკებული ხალხური საკრავებით ხელში. ეროვნული არქივის კოლექცია მოიცავს დები იშხნელების მთელ რეპერტუარს



 პეტრე ჭაბუკიანი
ცნობილი ქართველი მხარეთმცოდნე, პედაგოგი, ისტორიული და ბუნების ძეგლების დამცველი, კარსტული მღვიმეთა მკვლევარი პეტრე ჭაბუკიანი დაიბადა1889 წლის 5 აგვისტოს ქუთაისში,  წყაროს ქუჩის  N 18 .


 ამ სახლში დღეს ლომთაძეების ოჯახია, პეტრე ჭაბუკიანის შთამომავლები იმავე ქუჩაზე 16 ნომერში ცხოვრობენ.1983 წელს ამ ქუჩას მიენიჭა პეტრე ჭაბუკიანის სახელი. 
პეტრე ჭაბუკიანმა 1919 წელს დაამთავრა იურიევის(ტარტუს) უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, რის შემდეგაც მთელი ცხოვრება ბუნებისა და კულტურის ძეგლების დაცვას მიუძღვნა. იყო ქუთაისის მუზეუმის თანამშრომელი და შემდეგ ბუნებისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მეთვალყურე. მან პირველმა მიწისგან გაათავისუფლა ბაგრატის ტაძარი. 1933 წელს აღმოაჩინა მიწაში ჩამარხული სამრეკლოს კარები და ივარაუდა რომ ტაძრის ძირითადი ნაწილიც  მიწაში უნდა ყოფილიყო ჩამარხული. გათხრებმა მისი ვარაუდი გაამართლა, გაწმენდისთანავე გამოჩნდა ტაძრის უდიდესი ნაწილი, ამის შემდეგ იქნა შესაძლებელი ტაძრის საფუძვლიანი შესწავლა და გეგმის აღდგენა.
1924 წელს პეტრე ჭაბუკიანმა ქუთაისში , თეთრამიწას გორაზე , ნეოლითური პერიოდის ნამოსახლარს მიაკვლია, სადაც 5000 მეტი კაჟისა და ქვის იარაღი მოაგროვა და ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს გადასცა. მანვე იპოვა სათაფლიის ფერდობზე ე.წ. "ნაციხვარზე" ნეოლითური ხანის მცირერიცხოვანი ნაშთები, ამას  ქუთაისის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ვინაიდან ამით დადასტურდა რომ ქუთაისსა და მის მიდამოებში არამარტო ზედა პალეოლითის ადამიანი, არამედ მომდევნო პერიოდის ნეოლითის პერიოდის ადამიანიც ცხოვრობდა.1925 წლის 2 აგვისტოს ექვს მეგობართან ერთად პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს, სათაფლიის ნაკრძალში აღმოაჩინა მღვიმეები, რომელიც მისივე ინიციატივით ბუნების კეთილმოწყობილ ძეგლად იქცა. პეტრე ჭაბუკიანის ძალისხმევით, სათაფლიის მღვიმის მიდამოებში, 400 ჰა კოლხური ტიპის ტყე ნაკრძალად გამოცხადდა. 1933 წელს პეტრე ჭაბუკიანმა სათაფლიის მღვიმის მახლობლად დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინა
  პეტრე ჭაბუკიანი გარდაიცვალა 1982 წელს დასაფლავებულია სათაფლიის ნაკრძალში.

 ფოტოგრაფი დავით მხეიძე

"იგი ქუთაისში ცხოვროდა და მოღვაწეობდა, ჩუმი მორიდებული, თავმდაბალი, სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული, უხმაუროდ ასრულებდა თავის მოვალეობას, პირნათელი იყო ქვეყნისა და მეგობრების წინაშე. მასთან თავს იყრიდნენ და მეგობრობდნენ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები: გალაკტიონი, გიორგი ლეონიძე, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი, კოლაუ ნადირაძე, სერგო ზაქარიაძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, გიორგი შავგულიძე და სხვანი და სხვანი" წერდა 1981 წელს გამოშვებული წიგნის ანოტაციაში  "გრძნობა სინამდვილისა" დუდე გედენიძე, რომელიც ფოტოგრაფ დავით მხეიძის ხსოვნას მიუძღვნა.
 დავით მხეიძე დაიბადა 1903 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ კორეეთში, მამა კონსტანტინე მხეიძე ტყიბულის მაღაროებში მუშაობდა ათისთავად, შემდეგ ჭიათურაში გადავიდა და  ადრეულ ასაკში გარდაიცვალა ამ დროს დავით მხეიძე 12 წლის იყო. ის ილია მანდარიას წამოუყვანია ქ. ქუთაისში სასწავლებლად და გიმნაზიაში მოიუბარებია.  ილია მანდარიას მეზობლად ცხოვრობდა ცნობილი ფოტოგრაფი ნიკოლოზ (კოლია) საღარაძე (გურამ საღარაძის ბიძა),  3 წელი დადიოდა დავითი კოლია საღარაძესთან  , სადაც ოსტატი აცნობდა ფოტოხელოვნების საიდუმლოებას,  დავით მხეიძე მუშაობდა: ტყიბულის "მუშა-ახალგაზრდობის თეატრში" დაქორწინების შემდეგ 1934 წლამდე ქუთაისის თეატრში. დავით მხეიძე ცხოვრობდა გორაზე დები იშხნელების ქუჩის 12 ნომერში.


  ის არ მოსცილებია ფოტოსაქმეს , მისი ფოტოგრაფია მოთავსებული იყო პირველი საჯარო სკოლის გვერდით. მნახველებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მისი გამოფენები ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში. 
დავით მხეიძეს უწოდებდნენ "პოეტი შეჭრილია ფოტოგრაფიაში" ( ირ, ხანთაძე,)  ის ერთ დროს არტისტიც იყო და ლექსებსაც წერდა, მასთან შემთხვევითი არ იყო რომ მეგობრობდნენ პოეტები და მწერლები, "ამ ბუნებით დაჯილდოებულ პოეტს  ძირითად პროფესიად ფოტოხელოვნების დარგი აურჩევია, იგი თავისი  არტისტული ნიჭით , თავისის დაუცხრომელი შემოქმედებითი სულითა და ხასიათით, მგზნებარე აღმაფრენითა და ინტუიციით შესულა ფოტოგრაფიაში, გადაულახავს იქ წლობით დამდგარი ჩვეულებრივი, დახავსებული, შაბლონური ნორმები და მეთოდები და თავისი დამოუკიდებელი შემოქმედებითი გზები მოუძებნია" (ირ, ხათაძე).
    გამორჩეულია დავით მხეიძის გადაღებული ფოტოები, აქ ჩანს ადამიანის სულიერება, ფოტო გადმოსცემს თითეული ადრესატის სულიერ სახეს, არ არის გაშეშებული , როგორც ბევრ ხელოვანს სჩვევია

დავითი იყო გალაკტიონის მეგობარი, მისი პოეზიიის თაყვანისმცემელი,  გალაკტიონის ჩანაწერში ვკითხულობთ " ... დილაა ქუთაისმა კარგა ხანია გამოიღვიძა, ჯაჭვის ხიდი, , წითელი ხიდი, თეთრი ხიდი, ახალი ხიდი... დავით მხეიძის სახელოსნო, თეთრ ხიდთანაა წულუკიძის ბაღის პირდაპირ" მათი მისალმებაც განსაკუთრებული იყო " ბატონო გალაკტიონ" "დავით , ჩემო დათიკო, ძამიკო" საინტერესოა შემორჩენილი გალაკტიონის ავტოგრაფი


შთამბეჭდავია იოსებ გრიშაშვილის მინაწერიც

დავით მხეიძე 1964 წლის თებერვალში გარდაიცვალა , მისმა გარდაცვალებამ ყველას გული ატკინა, რესპუბლიკის სახალხო არტისტი შოთა პირველი წერდა:" სულ თვალწინ მიდგას ჩემი დავითი, ვერაფრით ვერ შევურიგდი იმას, რომ იგი ცოცხალი უკვე აღარ არის, დავდივარ ფოტოატელიეში, ფოტოსახელოსნოებში, ეგებ მისი სულისა და გულის ხელოვანს შევხვდე, მაგრამ ამაოდ"
   ამბობენ "ერის დიდ სიყვარულს  დიდი ადამიანები ქმნიანო, მაგრამ დიდ მდინარეს პატარა შენაკადები თუ არ შეერთვის არასოდეს არ მოდიდდება, დავით მხეიძე იყო შთაგონების და სიყვარულის წყარო გალაკტიონისთვის, გიორგი ლეონიძისთვის, იოსებ გრიშაშვილისთვის  სხვა ხელოვანებისთვის. ადამიანები მაგალითებით ვცხოვრობთ და ვსაზრდოობთ, იყო ამ ქვეყანაზე ერთი ლამაზი შთაგონების კაცი ,იღწვოდა, ალალად  და უანგაროდ ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას, პოულობდა  და იპოვა კიდეც თავისის ადგილი ცხოვრებაში, დიდად საჭირო საქმიანობაში, ეს მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის.
და ბოლოს  "იყო ერთი ფოტოგრაფი ქუთაისში, რომელსაც სიხარული და სიყვარული მოჰქონდა ადამიანებისათვის" 

Комментариев нет:

Отправить комментарий